пятница, 14 марта 2014 г.

თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ, 15 წუთში დაიფარება




თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ, 15 წუთში დაიფარება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
„სამუშაოების განხორციელებას 20 აპრილს დავიწყებთ. კონტრაქტის ვადა 17 თვეა. ამ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია განხორციელდება. პირველი და მესამე მონაკვეთების ღირებულება 88,761,128.95.ლარია. აღნიშნულ მონაკვეთებზე „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“ სამუშაოებს ერთ თვეში დაიწყებს და 17 თვეში დაასრულებს. რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და აზიის განვითარების ბანკშია გადაგზავნილი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი ცალკე გამოცხადდება."

წყარო: http://www.mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=305

Комментариев нет:

Отправить комментарий