четверг, 1 мая 2014 г.

„რეალმა“ პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„ალიანც არენაზე“ შთამბეჭდავი წარმოდგენის შემდეგ, მიმდინარე ჩ/ლიგაზე, მადრიდელები 12 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 37 გოლს მოითვლიან, რაც საუკეთესო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში. აქამდე, „თეთრებისათვის“, მაქსიმალური შედეგი მხოლოდ 35 ბურთი იყო, რომლებიც შემდეგ სეზონებში დაფიქსირდა: 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2011-12.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, „თეთრებმა“ პირველი შეტევითი პოტენციალი თურქეთში „გალათასარაის“ (1-6) წინააღმდეგ გამოავლინეს. საერთო ჯამში ჯგუფურ ეტაპზე, კარლიტოს დამოძღვრილებმა 20 გოლი შეაგდეს, ხოლო ფლეი-ოფურ სტადიებზე 17.

понедельник, 28 апреля 2014 г.

ერთად გადავარჩინოთ მომავალი

30 აპრილს 12 საათიდან 21 საათამდე ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი , თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს საქველმოქმედო აქციას " ერთად გადავარჩინოთ მომავალი" , რომელიც პატარა ანდრიას სიცოცხლის გადარჩენისთვის იქნება მიძღვნილი. 
აქციას უკვე შემოუერთდა ბევრი ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი, რომელსაც თავისი საქმიანობით სურს გაამრავალფეროვნოს აქცია და გადაარჩინოს პატარა ანდრიას სიცოცხლე. 
მოგმართავთ ყველას ,ვინც: მღერიხართ, ცეკვავთ, უკრავთ, ხატავთ , თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და გადაარჩინოთ მომავალი. 

ინფორმაცია ანდრიას შესახებ : 
ანდრია იმყოფება იაშვილის კლინიკის რეანიმაციაში. ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. აქვს ქრონიკული დიარეა და წონის მკვეთრი დეფიციტი. ბავშვს ესაჭიროება გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა საზღვარგარეთ. მიუხედავად გადატანილი სირთულეებისა და უმძიმესი მდგომარეობისა ანდრია საოცრად სიცოცხლისუნარიანი და მებრძოლი ბავშვია. ცნობიერება ნათელი აქვს, იღმის, დიდი იმედი გვაქვს რომ კეთილი ხალხის დახმარებით და ღვთის წყალობით ანდრია შესძლებს გამოჯანმრთელებას. ვისაც გული შეგტკივათ გთხოვთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ანდრიას და გადავარჩინოთ პატარა სიცოცხლე.
ანგარიშის ნომერი: GE86BG0000000598446000 საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები: მარინე კასრაძე
საქველმოქმედო ტელეფონის ნომერია 0901700106
ზარის განხორციელება შესაძლებელია მაგთიდან და ბილაინიდან

ერთად ყველაფერს შევძლებთ. 

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი

მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოიში საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
ტურნირის ფინალური აკორდი გუნდური ასპარეზობის ფინალი იყო ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი ირაკლი უზნაძე) რუსეთს დაუპირისპირდა.
პირველ ბრძოლაში შალვა ქარდავა დამარცხდა გადანოვთან, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უმალ გაათანაბრა - ნუგზარ ტატალაშვილმა გაფრთხილებით მოუგო მეტოქეს - 1:1.
ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მეტოქე გაფრთხილების წყალობით დაამარცხა. ხოლო ჩვენს გუნდს გამარჯვება ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ბეჭებზე გააკრა მეტოქე - 3:1. 
ბოლო შეხვედრას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა ადამ ოქრუაშვილმა მაინც იმარჯვა - 4:1. 
საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. 
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობებში ქართველებმა 4 მედალი აიღეს: 2 ოქრო (ვალერი ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი) და 2 ვერცხლი (ამირან პაპინაშვილი, ადამ ოქრუაშვილი). 

воскресенье, 27 апреля 2014 г.

ტრენინგი - ორატორი, ლიდერი და ჩემპიონი

ხალხით სავსე დარბაზი... სრული სიჩუმე... მოლოდინი... მზერა კარისკენ... შენ შემოდიხარ, მათ წინაშე დგები, ემზადები, იწყებ.... იმიტომ, რომ ლიდერი ხარ! ემოცია, ენერგია, სიგიჟე, ხელები, თითები, აღფრთოვანება, ტაში... შენ აგრძელებ... იმიტომ, რომ შენ ორატორი ხარ! მოლოცვები, ბედნიერი სახეები, თბილი სიტყვები, ... შენ ამთავრებ...იმიტომ, რომ შენ ჩემპიონი ხარ!
გაქვს საჯარო გამოსვლისას დისკომფორტი?
თვლი რომ კამათის ხელოვნებას კარგად ვერ ფლობ?
მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა!
ახალგაზრდა კრიმინოლოგთან ჯგუფი გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ ტრენინგს 
„ორატორი, ლიდერი, ჩემპიონი!“
დებატებისა და საუბრის ხელოვნება უმნიშვნელოვანესი იარაღია ორიატორი ხელში! ისწავლე აუდიტორიის მართვა, ფსიქოლოგიური ხრიკები, საკუთარი ემოცების კონტროლი და სიტყვებით გავლენის მოხდენა!
გამოცდილი ტრენერები გასწავლიან როგორ მოახდინო შთაბეჭდილება საზოგადოებაზე, როგორ წარმართო შენი გამოსვლა ისე, რომ ის დაუვიწყარი გახდეს, ისინი გასწავლიან როგორ გახდე ძლიერი ორატორი!
ტრენინგი მოიცავს არა მხოლოდ საუბრის ხელოვნების შესწავლას არამედ ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენის საშუალებებს, მიმიკებისა და სხეულის ენას, მსმენელის კეთილგანწყობის მოსაპოვებელ ხრიკებს, არგუმენტაციის უნარის გამომუშავებას...
და ეს დასასრული არ არის!
ვერასდროს გახდები ძლიერი ორატორი თუ არ ფლობ დებატების ხელოვნებას.
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ტრენერები გასწავლიან როგორ განადგუროთ მოწინააღმდეგე სიტყვებით, შეისწავლით კამათში ოპონენტის გამოჭერას, დაბნევას, ჩაჭრას, მასზე ფსიქოლოგიური ზეგავენის მოხდენას...და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ტრენინგზე!
წინ გელით დებატების ტურნირი - ჩამთრევი და დამაინტრიგებელი თემით, სადაც თქვენ შეძლებთ ტრენინგზე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და საკუთარი თავის გამოცდას.
სერტიფიკატი გადაეცემა როგორც ტრენინგის ყველა მონაწილეს, ასევე ტურნირის გამარჯვებულ გუნდს.
გელოდებით ყველას , ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანებს რომელთაც სურთ გამოსცადონ საკუთარი თავი
ნუ გაუშვებ ამ შანსს ხელიდან, იყავი ლიდერი!
ტრენინგის ღირებულებაა 20 ლარი, 
იგი ტარდება რამოდენიმე ნაკადად, ამიტომ იჩქარეთ და სასწრაფოს შეავსეთ აპლიკაცია, რათა მოხვდეთ მოწინავე ნაკადებში
აპლიკაციის ლინკი:
https://docs.google.com/forms/d/1ptDdIXqVPmPzVCFilnBdMZm4pOzZuUcPm2l5Gf6MBZ4/
საკონტაქტო ინფორმაცია:
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - YCG
http://Facebook.com/kriminologebi
ელ.ფოსტა: youngcriminologists1@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 557-25-57-27 ან 593-909-792 

суббота, 26 апреля 2014 г.

ტიტო ვილანოვა გარდაიცვალა

"ბარსელონამ" მიიღო მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა, სიახლე, რომელმაც გამოიწვია დიდი გლოვა ფეხბურთის სამყაროში. ფრანსესკ ტიტო ვილანოვა, ადამიანი, რომელიც უყვარდა ყველას და აღფრთოვანებულნი იყვნენ მისით, დაიღუპა 45 წლის ასაკში. ტიტო იმსხვერპლა ძალზედ მძიმე დაავადებამ, სწორედ ავადმყოფობის გამო დატოვა მწვრთნელის პოსტი გასული წლის ივლისში.
ტიტო ვილანოვა გახლდათ "ბარსელონას" საუკეთესო გაჩემპიონების შემოქმედი, ეგრეთწოდებული 100 ქულიანი ლა ლიგის სეზონი. ყველას მოსწონდა იგი, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. გულშემატკივრების უმრავლესობა აღფრთოვანებული იყო მისი სამწვრთნელო ტალანტით, პირველ რიგში კი მისი მებრძოლი სულით. გმირი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე დაუღალავად ებრძოდა მისივე ცხოვრების ნომერ პირველ "მტერს".
მთელი ცხოვრება "ბარსაში"
ვილანოვა, როგორც მწვრთნელი, ისე ადამიანი, იყო გამბედავი, სამართლიანი, შრომისმოყვარე და პრაგმატული, ყოველთვის მიიწევდა სრულყოფილებისაკენ, შესანიშნავი ინტუიციის მქონე, ერთგული კლუბისა და საკუთარი თავის. სწორედ ასე ახასიათებენ მას მისი საუკეთესო მეგობრები,  რომლებთანაც ის გაიზარდა და ვისთანაც ერთად იზიარებდა სიხარულს და მწუხარებას ფეხბურთში, ხორდი როურა და აურელი ალტიმირი.
ტიტო ვილანოვას კავშირი "ბარსელონასთან" იწყება 15 წლის ასაკში, როდესაც 1984-85 წლების სეზონში გაიარა შემოწმება ხუვენილში.
როდესაც მას შეუსრულდა 16, მან პირველად შეაბიჯა ლა მასიას კედლებში, სადაც მოღვაწეობდა 1989 წლის 30 ივნისამდე. სწორედ იქ გაიცნო და დაუმეგობრდა ხოსეპ გუარდიოლას, ხორდი როურას და აურელი ალტიმირს, ადამიანები, რომლებთანაც ერთად ბოლო პერიოდში შექმნა "Dream Team"-ი.
ელ-მარკესი, სწორედ ასე უწოდებდნენ ტიტოს, თვითონ წოდება კი ნიშნავს შესანიშნავად მოთამაშე ნახევარმცველს, რომელიც კარგად ასრულებს ჯარიმებს და ხედავს მოედანს. როგორც ფეხბურთელმა, ტიტო ვილანოვამ, პირველ გუნდში ჩაატარა 2 ამხანაგური მატჩი 1989 წელს, შემდეგ გამოდიოდა "ფიგერესში", "სელტაში", "ბადახოსში", "მალიორკაში", "ლეიდუში", "ელჩეში" და "გრამენეტში", სადაც დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
როგორც მწვრთნელი, ტიტო იყო ანალიტიკოსი, კარგი მოაზროვნე და დამკვირვებელი. სტრატეგიების ნამდვილი გენიოსი - სწორედ ასე ახასიათებენ მას კოლეგები. მისი სამწვრთნელო ხარისხი პირდაპირ აისახებოდა მისსავე პიროვნებაზე.
ვილანოვამ "ბარსელონაში" სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2001-02 წლების შუა სეზონში, სათავეში ჩაუდგა "კადეტ ბ"-ს - გუნდს, რომელშიც მაშინ თამაშობდნენ ხერარდ პიკე, სესკ ფაბრეგასი და ლეო მესი. შემდეგ მან იმუშავა პალაფრუგელემთან, ფიგერესთან და ტერასოსთან.
ტიტო ხელმეორედ დაუბრუნდა კლუბს 2007-2008 წლებში უკვე გუარდიოლას დამხმარედ. მაშინ მათ ჩაიბარეს გუნდი "ბარსა ატლეტიკი", რომელიც "ტერსერიდან" გადაიყვანეს "სეგუნდა ბ"-ში.
შემდეგ წელს გუარდიოლა-ტიტო-ს ტანდემი იბარებს პირველ გუნდს, რომელთანაც ერთად 4 წელიწადში მოიგეს 14 თასი. სწორედ ამ პერიოდის "ბარსელონა" შედის მსოფლიო ისტორიაში, 2009 წელს მოიგეს რა სეზონის ყველა 6 ტიტული: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, სამეფო თასი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი.
პირველი გუნდის მენეჯერი
2012 წლის 27 აპრილს ტიტო ვილანოვა დაინიშნა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად, ჩაანაცვლა რა აწ უკვე წასული ხოსეპ გუარდიოლა. ასეთი არჩევანი გააკეთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ, რომლის მიზანიც იყო გუნდის საფეხბურთო მოდელის შენარჩუნება. ამ გადაწყვეტილებას სრულიად ეთანხმებოდნენ კლუბის იმ დროინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი და მისი ყველა თანაშემწე.
ამ არჩევანმა გაამართლა რეზულტატებით და საფეხბურთო სრულყოფილებით, ასევე 100 ქულიანი ჩემპიონობით. დიახ ეს იყო ნამდვილი სრულყოფილება, ვინაიდან იმ წლის სხვაობა "ბარსელონასა" და სხვა კლუბებს შორის იყო კოლოსალური. კატალონიელები პირველიდან ბოლო ტურამდე ცხრილის თავში იყვნენ. 114 შესაძლოდან 100 ქულა, ეს გახდა გამეორება მადრიდის "რეალის" რეკორდისა, რომელიც ბლანკოსებმა 2011-12 წლებში დაამყარეს. ამასთან ერთად "ბარსამ" დაამყარა ახალი რეკორდი გატანილი ბურთებით: 115 გოლი 38 ტურში. ლურჯ-ბროწეულისფერები იტანდნე მინიმუმ ერთ გოლს თამაშში.
32 გამარჯვება, 4 ფრე, 2 მარცხი და 15 ქულიანი სხვაობა მადრიდის "რეალთან" - ეს ციფრები პირველივე შეხედვით გვიჩვენებენ ტიტო ვილანოვას როლს სამწვრთნელო შტაბში. 22-ე ჩემპიონობა - ტიტოს და აბიდალის ჩემპიონობა - სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. გარდა ამისა, გუნდმა მიაღწია ჩემპიონთა ლიგის და სამეფო თასის ნახევარფინალამდე, თუმცა ფინალში მოხვედრა ვეღარ შევძელით.
წარმატება და აღიარება გადაიზარდა ინდივიდუალურ ჯილდოებშიც. ვილანოვა დასახელდა 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად, Marca და Mundo Deportivo-ს ვერსიით. მიუნხენის "ბაიერნის" ექს-მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა გადასცა ეს ჯილდო ტიტოს ნაცვლად სუბისარეტას. ჰაინკესის სიტყვით გამოსვლა იყო ძალზედ ემოციური. "ტიტოსთან ერთად გუნდმა აჩვენა ფანტასტიკური ფეხბურთი, როგორც სხვა სეზონებში. ტიტო - ეს არის დიდებული მწვრთნელი, სტრატეგიების უბადლო მცოდნე. ძალიან შრომისმოყვარეა, ჩაკეტილი და მამაცი, ხოლო ფეხბურთელებთან ურთიერთობაში პირდაპირი. მასში თავმოყრილია საუკეთესო თვისებები. მისი მაგალითი აღაფრთოვანებს სრულიად მსოფლიოს. ჩვენ გისურვებთ წარმატებებს, რომელსაც შენ ნამდვილად იმსახურებ. შენ ხარ ჩემპიონი სპორტში და ცხოვრებაში" - თქვა ჰაინკესმა.
სამწუხაროდ დაავადებამ, რომლის შესახებ 2011 წლის 22 ნოემბერს გახდა ცნობილი, შეუშალა ხელი ტიტოს მისი ოცნების გუნდის თავკაცობაში. მან არ მისცა საშუალება მთლიანად მიეძღვნა საკუთარი თავი სამუშაოსთვის, რაც 2012-13 წლებში მისი გადადგომის მიზეზი გახდა.
ტიტო თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო, პროფესიონალი, რომელიც დამარცხდა არა ფეხბურთში, არამედ ბრძოლაში დაავადებასთან... 

пятница, 25 апреля 2014 г.

მიხაელ შუმახერმა თავისი მეუღლე კორინა იცნო

ცნობილი გერმანელი ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი მედიკამენტოზური კომიდან გამოვიდა, რომელშიც ის გასული წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა. 

ამის შესახებ 45 წლის პილოტის მენეჯერმა საბინა კემმა 25 აპრილს, ტელეარხ RT-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მიხაელის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და ის უკვე ცნობს თავის მეუღლე კორინას.

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის წარმომადგენლის თქმით, ვინაიდან შუმახერის ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, მისი სიფხიზლის პერიოდი ძალიან ხანმოკლეა.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერმა 29 დეკემბერს, თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. გრენობლის ჰოსპიტალში მას ორი ოპერაცია გაუკეთეს და ბოლო დრომდე ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ქართველმა მრბოლელის წარმატება სიპერ ტროფეოზე

ქართველმა მრბოლელმა, შოთა აფხაზავამ, ლამბორგინების სუპერ ტროფეოზე მეორე ადგილი დაიკავა

12-13 აპრილს, საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის გახსნის პარალელურად, იტალიაში, ქალაქ მონცაში, გაიმართა საერთაშორისო სერიის ბლანკპეინ სუპერ ტროფეოს პირველი ეტაპი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ქართველმა პილოტმა, ავტოდრომ „რუსთავის“ მფლობელმა, შოთა აფხაზავამ. შეჯიბრი ორ დღეს გაიმართა, ორივე დღეს შოთა აფხაზავა ფინიშზე მეორე მოვიდა.

среда, 23 апреля 2014 г.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს მოწვევას ტრენინგზე: "ტრენერთა ტრენინგი შერეული შესაძლებლობების პროექტების ორგანიზება".
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მონაწილეობა არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობებში უკიდურესად დაბალია. სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას. თუმცა, ერთი მხრივ, შშმ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც საქართველოში ახალგაზრდული სექტორი ქმნის, მეორე მხრივ, კი ფაქტობრივად არ არსებობს ახალგაზრდული მუშაკების მზაობა საკუთარ აქტივობებში შშმ ახალგაზრდების ჩართვის თვალსაზრისით.
ახალგაზრდული მუშაკები სურვილს გამოთქვამენ, ორგანიზება გაუკეთონ მსგავს პროექტებს, ამასთანავე, აცნობიერებენ, რომ მსგავსი პრეცედენტი უკავშირდება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა: ღონისძიების ადაპტირებული გარემო, ინკლუზიური აქტივობები, სხვა მონაწილეთა მზაობა, შშმ ახალგაზრდებთან ურთიერთობის უნარები და ა.შ. სწორედ ეს გარემოება ქმნის მნიშვნელოვან ბარიერს შშმ ახალგაზრდებსა და არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზატორებს შორის. ბარიერის შექმნის წინაპირობად წარმოგვიდგება, როგორც არასათანადოდ მომზადებული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, იმ რესურსების ნაკლებობა, რომელთა გამოყენებითაც ახალგაზრდულ მუშაკებს მსგავსი ინკლუზიური აქტივობების ორგანიზება შეეძლებათ.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ქართულად ითარგმნება ევროკომისიის, კერძოდ, სალტო-ინკლუზიის მიერ გამოცემული პრაქტიკული სახელმძღვანელო - "არა ბარიერებს, არა საზღვრებს", რომელიც არის პრაქტიკული გზამკვლევი ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლებისათვის, ტრენერებისა და აქტივისტებისათვის, რათა მათ ორგანიზება გაუწიონ ინკლუზიური, ხელმისაწვდომი არაფორმალური განათლების აქტივობებს. სახელმძღვანელო დაფუძნებულია ევროპული გამოცდილების მოდელზე და შეიცავს პრაქტიკულ რჩევებსა და მითითებებს ახალგაზრდული მუშაკებისთვის. ასევე, კონკრეტულ რჩევებს აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ, ჩაერთონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ახალგაზრდულ აქტივობებში, რაც გაზრდის მათი მონაწილეობის დონესა და ხარისხს.
იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ ტრენერთა და ახალგაზრდულ მუშაკთა იმ უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვას, რომელიც შერეული შესაძლებლობის არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზებისთვისაა საჭირო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი იწვევს დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ ტრენერთა ტრენინგში შერეული შესაძლებლობების პროექტების ორგანიზებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 15 მაისი.

суббота, 19 апреля 2014 г.

მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა

თბილისის დროით 15:16 სთ-ზე იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა, რაც მორწმუნეთა აზრით უფლის წყალობის ნიშანია.
ტრადიციისამებრ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 13.00 საათზე შედის და საფლავი იხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ ჩხრეკენ. მათ შორის – ებრაული პოლიციის წარმომადგენლები.
წმინდა ცეცხლი
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს ასრულებს.
წმიდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.
მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

пятница, 18 апреля 2014 г.

ეს ოცნების ასრულების საღამო იყო

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა "ბარსელონასთან" (2:1) ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ეს ოცნების ასრულება იყო, არა იმიტომ, რომ გოლი გავიტანე; უბრალოდ, იმ სამუშაოს გამო, რომელიც მთელმა გუნდმა შეასრულა.
ეს მართლაც განსაკუთრებული გამარჯვება იყო. სამი ტიტულიდან ერთი მოვიგეთ; ახლა კი მხოლოდ შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და სხვა არაფერზე.
გამარჯვება ყველა ჩვენს გულშემატკივარს ეძღვნება და ვიმედოვნებ, ეს სხვა მრავალი მოგების საწყისი იქნება. ჩვენი გუნდი ბევრს შრომობს და მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს მთელი სეზონის განმავლობაში მხარდაჭერისთვის.
სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ძალიან მოხარული ვარ, რომ მადრიდული გუნდის შემადგენლობაში ჩემი პირველი ტიტული მოვიგე და ვფიქრობ, ამ სეზონში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია", - განუცხადა ბეილმა "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდს.
"ბარტრასთან სპრინტერული ორთაბრძოლა მქონდა, მან ხელი მიბიძგა და ცდილობდა, შევეჩერებინე, მაგრამ ეს ვერ შეძლო.
შესანიშნავია, რომ გოლი გავიტანე, თუმცა კიდევ უფრო უკეთესი ისაა, რომ გუნდმა მოიგო და მადრიდის "რეალი" თასს დაეუფლა", - დასძინა მადრიდელთა გარემარბმა. 

წყარო: realmadrid.com

вторник, 15 апреля 2014 г.

DCFTA თავისუფალი ვაჭრობა

კავკასიის უნივერსიტეტისა და ”საქართველოს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის” მხარდაჭერით რუსთავში იმართება ღია ლექცია თემაზე : ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება”. ლექციას წაიკითხავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პროფესორი ეკონომიკის დარგში ბატონი დავით გამყრელიძე. 
ლექცია გაიმართება დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც ნებისმიერ კითხვაზე მიიღებთ ამომწურავ პასუხს. ლექცია 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შესვენება + coffee break
მონაწილეების შერჩევა მოხდება აპლიკაციის საშუალებით.https://docs.google.com/forms/d/1_Yv9clpqJQmC4tBNZXxnqlzhI-tNCaLkFZbQWfnwg5E/viewform
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი.

понедельник, 14 апреля 2014 г.

რა?სად?როდის?


12 აპრილს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რუსთავის მოსწავლეთა ფორუმის მეორე კომიტეტის ორგანიზებით შედგა ინტელექტუალური თამაში '' რა?სად?როდის?''.  თამაშში მონაწილეობა მივიღეთ ხუთმა გუნდმა: ''წამი'', ''ინტელექტუალები'', ''ცისფერი მთები'', ''მე-4'', ''ჰიპოპოტამონსტროსესკოპედალიოფობია''. პროექტი მიზნად ისახავს რუსთავში ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას, შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას, ასევე რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლებას. 

პირველ ადგილი: ინტელექტუალები
მეორე ადგილი: მე-4
მესამე ადგილი: ჰიპოპოტამონსტროსესკოპედალიოფობია
ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ პრიზებით.


пятница, 11 апреля 2014 г.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ნახევარფინალების კენჭისყრა

11 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ნახევარფინალების კენჭისყრა გაიმართა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრები 23/24 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები 29/30 აპრილს ჩატარდება. ხოლო ფინალი 24 მაისს ლისაბონში გაიმართება. პირველი წყვილის გამარჯვებული ფინალში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.
კენჭისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა:

რეალი-ბაიერნი

ატლეტიკო-ჩელსი

ევროპის ლიგის პირველი მატჩები 24 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები ერთი კვირის შემდეგ. ხოლო ფინალი 14 მაისს ტურინში ჩატარდება. პირველ წყვილში გამარჯვებული მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.
კენჭისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა:

სევილია-ვალენსია

ბენფიკა-იუვენტუსი

ჩავი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ამის შესახებ გამოცემა Opta იუწყება.
9 აპრილს გამართულ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, სადაც მადრიდის "ატლეტიკომ" შინ "ბარსელონა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ჩავის ყველა პასი ზუსტი აღმოჩნდა. გამომდინარე აქედან, ჩავი ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ასეთი ზუსტი სტატისტიკა აქვს. აღნიშნული მონაცემები 2003/04 წლების სეზონიდან ითვლება. ჩავიმ "ატლეტიკოსთან" მატჩში 100 პასი გააკეთა.

Social Change Maker

მიიღე კონკურსში მონაწილეობა, გადაიღე ვიდეო, რომელიც ასახავს არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის ინოვაციურ ხერხს და გახდი Social Change Maker-ი!
“ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის” ორგანიზებით ტარდება კონკურსი “Social Change Makers”. მისი მიზანია ინოვაციური გზებით შეცვალოს არსებული სოციალური პრობლემები. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გადაიღეთ კრეატიული ვიდეო რგოლი სოციალურად აქტუალურ თემებზე, რომლებიც პრობლემის ჩვენების გარდა უნდა ასახავდეს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებსაც. 
წესები მარტივია:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 115 წლამდე ადამიანებს. შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე 2-3 წევრიანი გუნდების რეგისტრაცია. 
კონკურსის თემატიკა მრავალფეროვანია.
ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
გადაღება ხდება თქვენი აპარატურით, შესაძლებელია ვიდეოს გადაღება მობილურითაც, თუმცა ხარისხი უნდა იყოს HD. გადაღებული ვიდეო გუნდმა უნდა ატვირთოს Myvideo-ს ოფიციალურ არხზე და ასევე cd-ზე ან flesh drive-ზე ჩაწერილი მოიტანოს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრში.
კონკურსი იწყება 10 მარტს. 
პირველი ეტაპია რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის პერიოდი მიმდინარეობს 10 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში მონაწილე გუნდებმა თუ ინდივიდებმა უნდა იმუშაონ ვიდეო რგოლებზე, რომლებიც იქნება შემდეგი თემაკის:
1. ტრადიციები;
2. მოძრაობის წესები;
3. ადამიანთა უფლებები;
4. ტოლერანტობა;
5. ყოველდღიურობა vs. განსხვავებულობა (დადებითი ზეგავლენა);
6. ურთიერთობები;
7. ჰიგიენა;
8. გარემოს დაცვა;
9. სტერეოტიპები;
10. უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება;
11. უცხოპლანეტელები;
12. ალკოჰოლიზმი;
13. ქართული ანდაზები;
14. სოციალური ინტეგრაცია;
15. კომპლექსები;
16. გენდერული თანასწორობა;
17. ძალადობა;
18. ცხოველთა უფლებები;
19. ცხოვრების ჯანსაღი წესი;
20. კულტულური მრავალფეროვნება.
ატვირთე ვიდეო "მაივიდეო ჯი-ს" ოფიციალურ არხზე. ატვირთული ვიდეოები, წინასწარი შერჩევის შემდეგ ჩაერთვება ლაიქ-კონკურსში, რის შედეგადაც გამოვლინდება მაივიდეო-ს რჩეული და კონკურსში არჩეული 20 ვიდეორგოლი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 23 მარტს. შეხვედრას წარუძღვება CG Georgia-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ გოგოჭური, ასევე პროფესიონალი რეჟისორი, რომელიც სასარგებლო რჩევებს მისცემს მონაწილეებს. შეხვედრის მიზანია ზუსტად გადავცეთ ინფორმაცია მონაწილეებს, თუ რა სახის ვიდეობი გვჭირდება მათგან და მიიღონ ინფორმაცია მათთვის გაურკვეველი საკითხების შესახებ.
20 აპრილს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს. საპრიზო ადგილებზე გასული ვიდეოს ავტორები დაჯილდოვდებიან.
სარეგისრტაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1hW-D6CxGAbJJ_dD1YELI4A8h2u6GW7IHV0SovISotp0/edit
პროექტის მხარდამჭრები არიან: გრაფიკოსთა ასოციაცია "სი ჯი ჯორჯია", აი თი დი სი, მაივიდეო ჯი, საქართველოს უნივერსიტეტი, ალგორითმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

კრიშტიანო რონალდო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ესპანეთის თასის ფინალს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალში, 16 აპრილს, მადრიდელები "მესტალიაზე" "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.
კრიშტიანო რონალდო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს
წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აქვს და დაახლოებით, ორი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მადრიდელთა გოლეადორი საკუთარ გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დაეხმარება, რომელიც 22-23 აპრილს გაიმართება.
მადრიდის "რეალის" ტელევიზიის პრეზიდენტი და კომენტატორი ფილ კიტრომილიდესი თავისი Twitter-ის გვერდზე წერს: "ვადასტურებ, რომ რონალდოს მარცხენა ბარძაყის დაზიანება აქვს, თუმცა გამოტოვებს თუ არა მატჩს, ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა, ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას".

четверг, 10 апреля 2014 г.

Georgia Innovations' Week

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 24–დან 26 აპრილის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში „საქართველოს ინოვაციების კვირეული“ გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას. ღონისძიება უზრუნველყოფს სექტორის მონაწილეთა ურთიერთთანამშრომლობისათვის ცოდნის და ინფორმაციის გაცვლას, ახალ პროექტებზე და პროდუქტებზე მუშაობის დაწყებას. ღონისძიება IT სფეროს გარდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, სამთავრობო უწყებები, ექსპერტები.
ღონისძიება წელიწადში 4-ჯერ იმართება. ამჟამინდელი ღონისძიება რიგით მესამე იქნება და მის წინამორბედებთან შედარებით ქვე-ღონისძიებების მეტი მრავალფეროვნებით და კომპლექსურობით გამოირჩევა. 
ინოვაციების კვირეული არის ღონისძიება, რომლის თითოეული დღე სხვადასხვა სფეროს და თემატიკას ეძღვნება. ეს არის კონფერენციების, სემინარების, ჰაკათონების, გამოფენებისა და მცირე პროექტების ერთობლიობა. კვირეულის მთავარი ღონისძიება 3 დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში იმართება. პროექტი მოიცავს:
* სამთავრობო და ბიზნესის სესიებს; 
* ანდროიდ, iOS და ვებ აპლიკაციების ჰაკათონს; 
* CodeBattle-ს;
* ქართული გამოგონებებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენას;
* ბიზნეს მარათონს 20=200
ღონისძიების მოკლე განრიგი:
დღე I - ბიზნეს და სამთავრობო ინოვაციები
დღე II - IT ინოვაციები
დღე III - ტექნოლოგიური ინოვაციები
დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების განრიგის, სპიკერების და კონკურსების პრიზების შესახებ ეტაპობრივად მიიღებთ.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი“ და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი. პროექტის მხარდამჭერები არიან: EPI Georgia, CG Georgia და კომპიუტერული თამაშების წარმოების ასოციაცია (IGDA Georgia)
ღონისძიებაზე დასასწრებად ან/და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1xAMgHtA1JelC1pkneD8Y2fzESlurkFwwDDwgUBq8pKs/viewform
საკონტაქტო ინფორმაცია:
555 281868 - გიორგი კინწურაშვილი
557 102233 - თამარ კერესელიძე
598 991269 - კატო მურღულია

პირველად 40 წლის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკო“ — ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად დასახელებული „ბარსელონა“, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.
ამრიგად, „ბარსელონა“ 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე. სათქმელია ისიც, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში კატალონიელებმა ორჯერ მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი (2008–09, 2010-11), ხოლო როცა „ბარსელონა“ უტიტულოდ რჩებოდა, თასს ის გუნდი იგებდა, რომელიც ნახევარფინალურ ეტაპზე სწორედ კატალონიელთა ბარიერს სძლევდა. ასე მოხდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ (2007-08), მილანის „ინტერის“ (2009-10), ლონდონის „ჩელსისა“ (2011-12) და მიუნხენის „ბაიერნის“ (2012-13) გაჩემპიონების შემთხვევაში.
რაც შეეხება „ატლეტიკოს“, მადრიდელები უკანასკნელი 40 წლის მანძილზე პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალურ ეტაპზე. უკანასკნელად ეს მათ 1973-74 წლების სეზონში მოახერხეს.

მეცნიერების დასკვნით, გაზიანი სასმელების მიღება ქალებში ინსულტს იწვევს

ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად გაზიანი სასმელის მიღება ქალებში სხვადასხვა დაავადებებს და მათ შორის, ინსულტს იწვევს. გაზიანი სასმელის რეგულარულად მიღებისას თრომბის რისკი 80%-ით იზრდება. სტატისტიკით, ისედაც, ინსულტით გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ კიბოსა და გულის დაავადებების შემთხვევებს ჩამოუვარდება. ამიტომ, ოსაკელი მეცნიერები აფრთხილებენ ქალებს, რომ გაზიანი სასმელები მათ განსაკუთრებულად უქმნიან რისკს და არა მარტო ინსულტის, არამედ დიაბეტისა და წონაში არანორმალურად მატების თვალსაზრისითაც. 

понедельник, 7 апреля 2014 г.

''ესეების კონკურსი'' - მეორე ტური


7 აპრილს, 12:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მოსწავლეთა ფორუმის მეორე კომიტეტის პროექტის ''ესეების კონკურსის'' მეორე ტური. მონაწილეებს მიეცათ 4 საათი, აღნიშნული დროის განმავლობაში აერჩიეს მათთვის წარდგენილი თემების ვარიანტებდან ერთ-ერთი რომელზეც დაწერეს ესე.  საორგანიზაციო ჯგუფმა უზრუნველყო ლანჩი. დაჯილდოვება გაიმართება 12 აპრილს.




გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

ღვთისმშობელო ქარწულო, გიხაროდენ ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩუენთა.

суббота, 5 апреля 2014 г.

“დროა, ოქროს ბურთი ესპანელმა მოიგოს”-ვისენტე დელ ბოსკე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს მიაჩნია, რომ უკვე დროა, “ოქროს ბურთი” მისი გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მიიღოს. “ფურია როხას” დამრიგებლის აზრით, მისი ნაკრების წარმატება ერთ-ერთ ფეხბურთელზე ინდივიდუალური ჯილდოს სახით უნდა აისახოს. “ბევრი გოლის გამტანი ფეხბურთელები დასაფასებლები არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და 2-ჯერ ევროპის თასს დაეუფლა. ვფიქრობ, ეს ჩემი ფეხბურთელების ინდივიდუალურ ჯილდოებზეც უნდა აისახოს. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ “ოქროს ბურთი” ესპანელმა უნდა მოიგოს. სადღეისოდ, ბევრი ძლიერი ნაკრებია და ესპანეთის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგება გაუჭირდება”, - განუცხადა დელ ბოსკემ ესპანურ პრესას

სამართლის ზოგადი კურსი

გინდა გაიგო სამართლის შესახებ?! გსურს იცოდე რა უფლებები გაქვს?! იურისტობა შენი მომავალი პროფესიაა?! არ იცი როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი?! მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა !
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი თბილისის სკოლების მე-8 მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გთავაზობთ ტრენინგ-კურსს ,,სამართლის ზოგადი კურსი,,
ტრენინგის მიზანია სკოლის მოსწავლეები გააცნოს სამართალს და აამაღლოს მათში მართლშეგნება.
პროექტის ფარგლებში განხილული იქნება სამართლის დარგები ( კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი და სხვა.) და მონაწილეები გაეცნობიან სამართლის მნიშვნელობას. 
ტრენინგის ბოლოს მოეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში.
ახლაგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ტრენინგის ფორმა უცვლელია: ინტერაქციულობა და მსმენელთა აქტიური ჩართულობა, ვიდეო-რგოლების ჩვენება და პრაქტიკული სავარჯიშოები.
გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი
მთლიანი ტრენინგ-კურსის ფასია 20 ლარი
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია
https://docs.google.com/forms/d/1RYLq6X1w3FPYDtjEZG7ryMHLfQr5R400jDC-euodRVU/viewform
ტრენინგი ჩატარდება სხვადასხვა ნაკადებად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - YCG
Facebook.com/kriminologebi
ელ.ფოსტა: youngcriminologists@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 598 11 50 42

четверг, 3 апреля 2014 г.

კიევის დინამოს წერილი ჯაბა კანკავას

კიევის "დინამომ" ღია წერილით მიმართა "დნიპროს" ქართველ ლიდერს, საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს: 
"ძვირფასო ჯაბა!

გულწრფელ მადლობას გიხდით შენი საქციელისთვის!
თითოეულ ადამიანს სჩვევია ქმედების თავისუფლება, ანუ ის, რასაც ის მიიჩნევს საუკეთესოდ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან მომენტში. 
შენ დაეხმარე ჩვენს მეგობარს ზუსტად იმ წამებში, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა!

მადლობა ამისთვის შენ!

ვიცით, რომ შენ კეთილი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს. 

ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო. ”გენაცვალე”

" შეზღუდული შესაძლებლობები“-საზოგადოების ვერდიქტი

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი გთავაზობთ ინოვაციურ და საინტერესო პროექტს სახელწოდებით " შეზღუდული შესაძლებლობები“-საზოგადოების ვერდიქტი
შშმ პირები და მათი უფლებების დაცვა -ეს არის თემა, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში ტაბუდადებული და იგნორირებულია. ხშირ შემთხვევაში ტერმინი " შეზღუდული შესაძლებლობა" წარმოადგენს საზოგადოების ვერდიქტს და ნიშნავს ამ პირის სრულ იზოლაციას საზოგადოებისაგან. 
აღნიშნული პროექტის მიზანია, იმ მცდარი შეხედულებების და სტერეოტიპების გაქარწყლება, რომლებიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში და ხელს უშლის შშმ პირებს თვითრეალიზაციაში. 
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს, საერთაშორისო აქტებს, რომლებიც ამ საკითხებს არეგულირებენ. მოწვეული იქნებიან სტუმრები სახალხო დამცველის აპარატიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელიც მუშაობენ შშმ პირთა უფლებების დაცვაზე, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ამ საკითხით დაინტერესებული კომპეტენტური მეცნიერები,მკვლევარები, იურისტები, ფსიქოლოგები, მედიცინის მუშაკები. 
ტრენინგის თითოეული დღე იქნება დატვირთული და მრავალფეროვანი, მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიაში და მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 3 დღეს. ტრენინგი დაიწყება 11 აპრილს და დასრულდება 13 აპრილს. გთავაზობთ ტრენინგების განრიგს:
1 დღე- ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მიერ მომზადებული ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაცია, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. 
2 დღე-ფსიქოლოგი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 
3 სემინარის დახურვა, მონაწილეთა დაჯილდოვება და სიურპრიზი
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული, სოციალურ-პოლიტიკური და სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი. იჩქარეთ, პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.  ტრენინგ-კურსი უფასოა. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია:
საკონტაქტო ინფორმაცია:
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - YCG
ელ.ფოსტა: youngcriminologists@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 551 60 57 85

вторник, 1 апреля 2014 г.

ტელეკომპანია Channel 5-ის ექპერიმენტი ლონდონის ქუჩებში

ტელეკომპანია Channel 5-მა ლონდონის ქუჩებში სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა დოკუმენტური ფილმისთვის "დაკარგული პატარა გოგონა: პოლიციის მეხუთე საგანგებო განყოფილება". 
ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრის ფოიეში ექსპერიმენტის ორგანიზატორებმა ორი პატარა გოგონა - შვიდი წლის უმა რემსი და მისი და, ხუთი წლის მაია დააყენეს. ბავშვები მარტონი იდგნენ და ნათელი იყო, რომ მშობლები თან არ ახლდათ. ექსპერიმენტის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა- ერთ საათში პატარა დაკარგულ გოგონებს 616-მა ადამიანმა გულგრილად ჩაუარა გვერდით, ისე, რომ არც ერთმა იკითხა, რატომ იდგნენ ბავშვები მარტონი სავაჭრო ცენტრში.  ბოლოს მათთან მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა და ჰკითხა, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. ექსპერიმენტის შედეგების გაცნობის შემდეგ ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის ასოციაციის სპიკერმა განაცხადა: "უფროსებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვების დაცვა მათი პირდაპირი მოვალეობაა და არავითარი საზრუნავი ამაზე წინ არ დგას".

понедельник, 31 марта 2014 г.

ქართველი ფეხბურთელი მადრიდის რეალში

31 მარტს, გამთენიისას, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, მადრიდის "რეალის" ოფიციალური მიწვევით, ესპანეთში გაემგზავრა, საღამოს კი "სამეფო კლუბის" 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს.
მცირე ხნის წინ, "ლელო" წერდა, რომ ჯიმი "ლივერპულის" მიწვევით სტაჟირებაზე იმყოფებოდა ინგლისურ გრანდში.  როგორც ცნობილი გახდა, მადრიდელები ტაბიძით ინგლისში მის წასვლამდეც იყვნენ დაინტერესებულნი. "რეალისთვის" ცნობილი იყო მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ლივერპულის" ყურადღება, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა დაიმსახურა. შეთანხმებულია, რომ 18 წლის მცველს "სამეფო კლუბში" დააკვირდებიან. ტაბიძე საქართველოში 19-წლამდელთა ელიტრაუნდის დაწყებამდე დაბრუნდება, მისი საკითხი კი ზაფხულამდე გადაწყდება. ეს ინფორმაცია "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაადასტურა.

სარბოლო სეზონის გრანდიოზული გახსნა

13 აპრილს, 13:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. სარბოლო სეზონის გრანდიოზული გახსნა.  შეჯირბი შემდეგ კლასებში :
Formula
Legends
GT Unlimited
Touring Light
Motorbikes  
რბოლის შემდეგ მაყურებელი ნახავს დრიფ-შოუს. 
ბილეთის ფასი 5 ლარი
განრიგი:

Street Dance Festival რუსთავში

რუსთავში პირველად!
3 მაისს, ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება ქუჩის ცეკვების ფესტივალი ! თუ ხარ 13-დან 21-წლამდე, გიყვარს ცეკვა და გსურს შენი ნიჭი აჩვენო ფართო აუდიტორიას, გამოაგზავნე შენი ცეკვის ამსახველი ვიდეო (არა უმეტეს 2 წუთისა), გაიარე Live kasting-ი და მოხვდი 15 საუკეთესო მონაწილეს შორის ! გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. საპრიზო ადგილების მფოლობელებს ( I, II, II) გადაეცემათ პრიზები, ხოლო ყველა მონაწილეს დიპლომი!
კონკურსი გათვლილია ინდივიდულაური შემსრულებლებისთვის. ვიდეოს გამოგზავნისას მიუთითეთ თქვნი სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ინფორმაცია.
პროექტის ორგანიზატორია ქ. რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრში არსებული მოსწავლეთა ფორუმის I კომიტეტი.
საკონკურსო ვიდეობი მიიღება 10 აპრილის ჩათვლით, ელ.მისამართზე : streetdannce@gmail.com 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
599104891 ანა სანაია
593474518 ნათია თავდუმაძე

70 000$ იძულებით Facebook-ის გვერდის გახსნითვსი

 
27 მარტს ამერიკული საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ 15 წლის რეილი სტრეტონმა( Riley Stratton), ქალაქ მინევასკადან(შტატი მინესოტა)მოუგო საჩივარი საკუთარ სკოლას, რომელმაც მოწაფეს 70 000$ გადაუხადა. 
ყველაფერი კი 2012 წელს დაიწყო, როდესაც რეილიმ Facebook-ზე შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა, რომ ვერ იტანს ერთ-ერთი მასწავლებლის თანაშემწეს. გაიგეს რა კომენტარის შესახებ, სკოლის ადმინისტრაციამ მოზარდი აიძულა მათი თანდასწრებით ეთქვა პაროლი და გაეხსნა Facebook-ის საკუთარი გვერდი.აღსანიშნავია, რომ სკოლამ მშობლებისგან წერილობითი თანხმობა არ აიღო, როგორც წესითაა განსაზღვრული.ამასთანავე მოზარდი აიძულეს არა სკოლის, არამედ საკუთარი სახლის კომპიუტერიდან გაეხსნა აკაუნტი. ამასთანავე სკოლის ადმინისტრაციამ დასაჯა გოგონა და რამდენიმე ხნით ჩამოაშორა სწავლით პროცესს.სასამართლოს მიმართა ამერიკის მოქალაქეთა უფლებების დაცვის კავშირმა.»ადმინისტრაციამ რეილი დასაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი აზრი გამოხატა და მეგობრებს გაუზიარა, მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ თავის აზრი დააფიქსირა.»-აღნიშნა მოქალაქეთა უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ უოლეს ჰილკემ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სკოლის ხელმძღვანელობამ დაარღვია მოწაფის კონსტიტუციური უფლებები.ადვოკატების განცხადებით სკოლის ადმინისტრაციას არა აქვს უფლებები ჩაერიოს და დასაჯოს მოწაფე სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო, ამასთანავე აიძულოს თქვას პაროლი და გახსნას მისი გვერდი. სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აღარ მიეყვანა საქმე სახალხო სასამართლო გარჩევამდე და გოგონას კონპესაცია გადაუხადა.


воскресенье, 30 марта 2014 г.

ესეების კონკურსი

თუ თვლი, რომ შეგიძლია ესეების კარგად წერა და გინდა ეს სხვებსაც დაუმტკიცო, მაშინ ეს კონკურსი სწორედ შენთვისაა
რუსთავის მოსწავლეთა ფორუმი იწყებს პროექტს "ესეების კონკურსი".
პროექტში მონაწილეობა შეუძლია რუსთაველ IX-XII კლასის მოსწავლებს.
მონაწილეობისათვის საჭიროა გადმოაგზავნოთ ჩვენს მეილზე თქვენ მიერ დაწერილი ესე ნებისმიერ თემაზე. 
ესე უნდა იყოს აკრეფილი microsoft word-ის ფაილში. ესეს ბოლოს მიუთითეთ თქვენი სახელი, ასაკი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია
ესეები გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: meorekomiteti@gmail.com
subject – ველში მიუთითეთ "ესეების კონკურსი"
ესეები მიიღება 3 აპრილის ჩათვლით.
ორგანიზატორთა ჯგუფი შეაფასებს ყველა მიღებულ ესეს და გამოვლინდება 10 მონაწილე, რომელიც გადავა მომდევნო ტურში.
მეორე ტური შედგება USAID–ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მეორე ტურში გადასული 10 მონაწილე შეიკრიბება და მიეცემათ ესეს რამოდენიმე სათაური. მათ ექნებათ ზუსტად 4 საათი რომლის განმავლობაშიც უნდა შეარჩიონ სასურველი თემა და დაწერონ ესე ამ თემაზე.
საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს coffee break-ს მეორე ტურის განმავლობაში.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა იოტა რიდერი, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით.
მეორე ტურში გასულ ათივე მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

მაჰათმა განდის წერილი ადოლფ ჰიტლერს

23 ივლისი, 1939 წელი
ძვირფასო მეგობარო,
  მეგობრები მთხოვდნენ მომეწერა თქვენთვის კაცობრიობის გულისთვის, მაგრამ მე უარს ვამბობდი მათ თხოვნაზე, იმ შეგრძნებისდა გამო, რომ ჩემგან მოწერილი ნებისმიერი წერილი თავხედობა იქნებოდა. გული მეუბნება რომ დაცდა არ ღირს და მსურს თხოვნით მოგმართოთ, რადაც არ უნდა დამიჯდეს.
სავსებით ცხადია, რომ დღეს ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც შეუძლია თავიდან აიცილოს ომი, რომელიც კაცობრიობას ველურ მდგომარეობამდე დაიყვანს. აუცილებელია გადაიხადოთ ეს ფასი, მიუხედავად იმისა რამდენად ღირებულია მიზანი თქვენთვის? მოუსმენთ თხოვნას ადამიანისას, რომელმაც შეგნებულად უარი თქვა ომის მეთოდზე? ნებისმიერ შემთხვევაში, ველი თქვენს პატიებას, თუ რაიმე შეცდომა დავუშვი, როდესაც გწერდით.
სერ ჰიტლერს
ბერლინი, გერმანია

суббота, 29 марта 2014 г.

პროექტი ''რა? სად? როდის? ''


პროექტი ''რა? სად? როდის? '' არის IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი. ის მიზნად ისახავს ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას, შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლებას.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ აპლიკაციის შევსება და გადმოგზავნა 7 აპრილამდე მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1_HylJi1jQCHs3GLT8jy7KG4U4O9feGIY6z6L8RJvfIk/viewform
თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 6. თუ რამდენიმე გუნდი დააგროვებს თანაბარ ქულებს, დაისმევა დამატებითი კითხვა მხოლოდ იმ გუნდებისთვის რომელებსაც ქულების თანაბარი რაოდენობა აქვს. პროექტში მონაწილეობას მიიღებს დარეგისტრირებული პირველი ხუთი გუნდი. 
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებსს გადაეცემათ პრიზები. 

პროექტი გაიმართება 13 აპრილს, 12:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

სიკეთისთვის $72 000

 უსახლკარო  გლენ  ჯეიმსმა  შაბათ  საღამოს  სავაჭრო  ცენტრში  იპოვა  ცანთა, რომელშიც  იდო  $2400 კუპიურებით და  39 000$  ჩეკის  სახით,  ასევე  პატრონის  პასპორტი.
ჯეიმსმა სწრაფადვე განაცხადა ამის შესახებ პოლიციაში, პოლიციელებმა კი მოძებნეს პატრონი დ ა დაუბრუნეს დაკარგული ცანთა, ეს ადამიანი ჩინელი სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც ბოსტონში სასწავლებლად იყო ჩასული. ბოსტონის პოლიციის კომისარმა ოფიციალურად გადაუხადა მადლობა ჯეიმსს თავისი გასაოცარი ხასიათისა და კეთილშობილების გამო. ამის შმდეგ ტვითერში აგორდა კამპანია, რომელიც ისახავდა მიზნად ჯეიმსისთვის ფულის შეგროვებას, მას $72 000 შეუგროვეს, რაც ნაპოვნ თანხაზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ასევე ჯეიმსს სხვადასხვა კომპანიებიდან თუ არაამთავრობო დაწესებულებებიდან მიუვიდა მადლობის წერილები და სხვადასხვა საჩუქრები.

пятница, 28 марта 2014 г.

Street basketball რუსთავში

15-30 მაისს ქალაქ რუსთავში გაიმართება გრანდიოზული ჩემპიონატი კალათბურთში ,,street basketball". 
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია 3 კაციან გუნდებს. სქესი არ არის შეზღუდული დაიშვებიან როგორც ბიჭების ისე გოგონების გუნდებიც. გუნდის წევრების ასაკი უნდა იყოს 14-20 წელი. გუნდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელი და უნდა ჰყავდეს ლიდერი. მონაწილე გუნდები შეირჩევიან აპლიკაციების მიხედვით. https://secure.jotform.me/form/40772559612459
აპლიკაციას ავსებს გუნდის კაპიტანი. სულ შეირჩევა 8 გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონატში. თუ აპლიკაციას შეავსებს 8-ზე მეტი გუნდი მაშინ გუნდები შეირჩევა შიდა თამაშების შედეგად. აპლიკაციის შევსებისთანავე გუნდი ავტომატურად ხდება ჩემპიონატის მონაწილე. შერჩეული გუნდები ჩაატარებენ სულ 7 თამაშს. თამაშები ჩატარდება ღია ცის ქვეშ. 1, 2, 3, ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით, სიგელებით და მედლებით. 
თამაშების პარალელურად გაიმართება შოუ პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ hip-hop-ის, break dance-ის მოცეკვავეები და მომღერლები. შოუ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სოლო შემსრულებლებს ასევე ჯგუფებს. მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი აპლიკაცია. https://secure.jotform.me/form/40794722211450 
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 10.04.2014.