пятница, 11 апреля 2014 г.

Social Change Maker

მიიღე კონკურსში მონაწილეობა, გადაიღე ვიდეო, რომელიც ასახავს არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის ინოვაციურ ხერხს და გახდი Social Change Maker-ი!
“ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის” ორგანიზებით ტარდება კონკურსი “Social Change Makers”. მისი მიზანია ინოვაციური გზებით შეცვალოს არსებული სოციალური პრობლემები. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გადაიღეთ კრეატიული ვიდეო რგოლი სოციალურად აქტუალურ თემებზე, რომლებიც პრობლემის ჩვენების გარდა უნდა ასახავდეს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებსაც. 
წესები მარტივია:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 115 წლამდე ადამიანებს. შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე 2-3 წევრიანი გუნდების რეგისტრაცია. 
კონკურსის თემატიკა მრავალფეროვანია.
ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
გადაღება ხდება თქვენი აპარატურით, შესაძლებელია ვიდეოს გადაღება მობილურითაც, თუმცა ხარისხი უნდა იყოს HD. გადაღებული ვიდეო გუნდმა უნდა ატვირთოს Myvideo-ს ოფიციალურ არხზე და ასევე cd-ზე ან flesh drive-ზე ჩაწერილი მოიტანოს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრში.
კონკურსი იწყება 10 მარტს. 
პირველი ეტაპია რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის პერიოდი მიმდინარეობს 10 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში მონაწილე გუნდებმა თუ ინდივიდებმა უნდა იმუშაონ ვიდეო რგოლებზე, რომლებიც იქნება შემდეგი თემაკის:
1. ტრადიციები;
2. მოძრაობის წესები;
3. ადამიანთა უფლებები;
4. ტოლერანტობა;
5. ყოველდღიურობა vs. განსხვავებულობა (დადებითი ზეგავლენა);
6. ურთიერთობები;
7. ჰიგიენა;
8. გარემოს დაცვა;
9. სტერეოტიპები;
10. უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება;
11. უცხოპლანეტელები;
12. ალკოჰოლიზმი;
13. ქართული ანდაზები;
14. სოციალური ინტეგრაცია;
15. კომპლექსები;
16. გენდერული თანასწორობა;
17. ძალადობა;
18. ცხოველთა უფლებები;
19. ცხოვრების ჯანსაღი წესი;
20. კულტულური მრავალფეროვნება.
ატვირთე ვიდეო "მაივიდეო ჯი-ს" ოფიციალურ არხზე. ატვირთული ვიდეოები, წინასწარი შერჩევის შემდეგ ჩაერთვება ლაიქ-კონკურსში, რის შედეგადაც გამოვლინდება მაივიდეო-ს რჩეული და კონკურსში არჩეული 20 ვიდეორგოლი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 23 მარტს. შეხვედრას წარუძღვება CG Georgia-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ გოგოჭური, ასევე პროფესიონალი რეჟისორი, რომელიც სასარგებლო რჩევებს მისცემს მონაწილეებს. შეხვედრის მიზანია ზუსტად გადავცეთ ინფორმაცია მონაწილეებს, თუ რა სახის ვიდეობი გვჭირდება მათგან და მიიღონ ინფორმაცია მათთვის გაურკვეველი საკითხების შესახებ.
20 აპრილს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს. საპრიზო ადგილებზე გასული ვიდეოს ავტორები დაჯილდოვდებიან.
სარეგისრტაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1hW-D6CxGAbJJ_dD1YELI4A8h2u6GW7IHV0SovISotp0/edit
პროექტის მხარდამჭრები არიან: გრაფიკოსთა ასოციაცია "სი ჯი ჯორჯია", აი თი დი სი, მაივიდეო ჯი, საქართველოს უნივერსიტეტი, ალგორითმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

Комментариев нет:

Отправить комментарий