понедельник, 28 апреля 2014 г.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი

მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოიში საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
ტურნირის ფინალური აკორდი გუნდური ასპარეზობის ფინალი იყო ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი ირაკლი უზნაძე) რუსეთს დაუპირისპირდა.
პირველ ბრძოლაში შალვა ქარდავა დამარცხდა გადანოვთან, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უმალ გაათანაბრა - ნუგზარ ტატალაშვილმა გაფრთხილებით მოუგო მეტოქეს - 1:1.
ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მეტოქე გაფრთხილების წყალობით დაამარცხა. ხოლო ჩვენს გუნდს გამარჯვება ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ბეჭებზე გააკრა მეტოქე - 3:1. 
ბოლო შეხვედრას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა ადამ ოქრუაშვილმა მაინც იმარჯვა - 4:1. 
საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. 
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობებში ქართველებმა 4 მედალი აიღეს: 2 ოქრო (ვალერი ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი) და 2 ვერცხლი (ამირან პაპინაშვილი, ადამ ოქრუაშვილი). 

Комментариев нет:

Отправить комментарий