31 მარტს, გამთენიისას, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, მადრიდის "რეალის" ოფიციალური მიწვევით, ესპანეთში გაემგზავრა, საღამოს კი "სამეფო კლუბის" 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს.
მცირე ხნის წინ, "ლელო" წერდა, რომ ჯიმი "ლივერპულის" მიწვევით სტაჟირებაზე იმყოფებოდა ინგლისურ გრანდში. როგორც ცნობილი გახდა, მადრიდელები ტაბიძით ინგლისში მის წასვლამდეც იყვნენ დაინტერესებულნი. "რეალისთვის" ცნობილი იყო მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ლივერპულის" ყურადღება, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა დაიმსახურა. შეთანხმებულია, რომ 18 წლის მცველს "სამეფო კლუბში" დააკვირდებიან. ტაბიძე საქართველოში 19-წლამდელთა ელიტრაუნდის დაწყებამდე დაბრუნდება, მისი საკითხი კი ზაფხულამდე გადაწყდება. ეს ინფორმაცია "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაადასტურა.

gilocavt yvelas es warmateba mxolod am nichieri fexburrtelis araa es mteli saqartvelos warmateba :) kidevac daizrdebian ... :)
ОтветитьУдалить