четверг, 13 марта 2014 г.

საკვებად ვარგისი ბოთლი. მითი თუ რეალობა?!


პლასტმასი რომ ბუნებას ძალიან ვნებს ეს ყველასთვისაა ცნობილი და უამრავი ადამიანი ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები მოძებნოს. კარგი იქნებოდა ყველას უარი გვეთქვა პლასტმასის გამოყენებაზე, თუმცა ამისათვის საჭიროა რაიმე ალტერნატიულის გამოგონება.  სენსაციური ინიციატივით წარსდგა პუბლიკის წინაშე ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი დევიდ ედვარდსი (David Edwards), რომელიც ცნობილი გახდა კოფეინისა და შოკოლადის ინგალატორებით.

   ახალი პროექტის სახელია WikiCells. ვიკიუჯრედების ოფიციალური აღწერის თანახმად, უჯრედები შედგება ნატურალური საკვები პროდუქტების მემბრანებისაგან, რომლებიც შეიცავენ სითხეებს, ემულსიებს და სხვადასხვა მყარ ნივთიერებებს.
ედვარდსის კონტეინერი შეიძლება შევადაროთ მოხარშულ ქათმის კვერცხს. მისი ზედაპირი (დამცავი ფენა) WikiCells-ის ანალოგიით იქნება ნაჭუჭი (ბიოლოგიურად გარდაქმნადი), საკვები გარსი - ცილა, ხოლო კონტეინერის შიგთავსი იქნება უკვე გული. ედვარდსი იმედოვნებს, რომ მალე შექმნის ამ კონტეინერის პროტოტიპს და მოახდენს მათ ტესტირებას რესტორნებსა და მაღაზიებში. მომავლისთვის კი მეცნიერი ოცნებობს შქმნას ისეთი ტექნიკა, რომელიც ყველას მისცემს საშუალებას სახლის პირობებში გააკეთოს WikiCells.
     შენიშვნის სახით კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საკვები შეფუთვისა და ჭურჭლის შექმნის თემა ისეთივე ძველია როგორც თვითონ პლასტმასი, მაგრამ მისი განხორციელება ჯერ კიდევ არ არის მაშტაბური ან უფრო ხშირად არის ექსცენტრიული ექსპერიმენტი, ისევე როგორც ტანსაცმელი რძისგან ან კაბები ღვინისაგან.... ვიმედოვნებ რომ ედვარდსის ოცნება ასრულდება და პლანეტა სამუდამოდ გათავისუფლდება პლასტმასისაგან.

Комментариев нет:

Отправить комментарий