15 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე რუმინეთის ეროვნული ნაკრები 22:9 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნული ნაკრები გახდა ევროპის ერთა თასის მფლობელი; შეინარჩუნა ანთიმოზ ივერიელის თასი და რაც მთავარია, აღნიშნული გამარჯვებით მოვიპოვეთ 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენთვის სასურველ C ჯგუფში ასპარეზობის უფლება. გარდა ამისა, 2014 წლის ნოემბრის ტესტების ფარგლებში, ევროპის ერთა თასის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს დუბლინში, ავივა სთედიუმზე ეთამაშება ირლანდიის ნაკრებს.
ვულოცავ რაგბისა და ზოგადად სპორტის მოყვარულებს ამ გამარჯვებას.
ОтветитьУдалить