пятница, 14 марта 2014 г.

Abbey Road

ბითლზების ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ათასობით ფოტოში გამორჩეული სურათი “ბითლზის” უკანასკნელი ალბომის – “Abbey Road”–ის გარეკანის  კომპოზიციაა, რომელიც იენ მაკმილანმა  1969 წლის 8 აგვისტოს დილით, კიბეზე ასულმა, ექსტრემალურ პირობებში გადაიღო. ათწუთიანი ფოტოსესიის გამო პოლიციამ ლონდონის სენტ-ჯონს-ვუდის რაიონში მდებარე პატარა ქუჩა გადაკეტა. კომპოზიციის ცენტრში, ოთხეულიდან პირველი ლენონია. შემდეგ – რინგო სტარი, მაკკარტნი და ჰარისონი.  “ფოტოგრაფიის შედევრი”, “გენიალური მარკეტინგული სვლა”, “საუკუნის მისტიფიკაცია”, – მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებდენ  მელომანები  შოუბიზნესის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ კადრს.
თუ კარგად დააკვირდებით ფოტოს, მარჯვენა მხარეს მანქანასთან დგას კაცი.
ამ კაცმა ბითლზებს უჩივლა საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდებით.
ბრალდება: იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულალური ალბომის ქოვერზე დაუკითხავად განთავსება. ამის შესახებ ამ მოხუცმა სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო ის გარდაიცვალა.


Комментариев нет:

Отправить комментарий