вторник, 18 марта 2014 г.

ქრისტიან რონალდო და მისი პატარა ფანი


15 მარტს ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "მალაგას" ხვდებოდა, რა თქმა, უნდა ყურადღების ცენტრში იყო სტუმრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მატჩის წინ ერთ-ერთ ბავშვს მაისური აჩუქა, მაგრამ მოგვიანებით ეს ბავშვი მოედანზე შეიჭრა და პორტუგალიელთან მივიდა, ახალგაზრდა ქომაგმა ფეხბურთელს უთხრა, რომ გვერდზე მდგომმა უფროსმა, პატარა ბიჭს მაისური წაართვა. ამის შემდეგ დაცვამ ბიჭი მოედნიდან გაიყვანა, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მოეძებნათ ეს ბიჭი და მისთვის ორი მაისური მიეცათ, ერთი საათის შემდეგ პატარა ფანმა ტვიტერზე კრიშტიანუს მაისურით სურათი ატვირთა. ნამდვილად შესანიშნავი საქციელია რონალდუს მხრიდან.


2 комментария: